გიგლა მიქაუტაძე - გლდანში გზის ჩავარდნა ელიტური კორუფციის შედეგია, რომელიც ოქტომბერში უნდა დავამარცხოთ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული გზის ჩანგრევა „ქართული ოცნების“ 8 - წლიანი მმართველობის სახეა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დასრულდა.

„ასეთი შედეგი დგება მაშინ, როცა ქვეყანას არაპროფესიონალები და კორუმპირებულები მართავენ, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატები 4 წლის განმავლობაში ჩუმად სხედან პარლამენტში. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ტენდერებს მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიები იგებენ, რომლებიც შემდეგ, არც თუ შემთხვევით, „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაში აღმოჩნდებიან. დროა, დავასრულოთ ელიტური კორუფცია ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ სახელმწიფოც ამ გზასავით არ ჩამოგვექცეს. „ლელოს“ გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაშლის წლების განმავლობაში გამეფებულ მაფიას საგზაო ინფრასტრუქტურის ბიზნესში და დანერგავს ევროპულ, კონკურენტულ და სამართლიან სისტემას სახელმწიფო ტენდერებში, რითაც დაიზოგება ასეულობით მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან“,-აცხადებს მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

გიგლა მიქაუტაძის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს