ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების განმტკიცების გზების განსახილველად შეიკრიბნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბერლინში არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. როგორც მოსალოდნელია, შეხვედრაზე განიხილება ბელარუსში არჩევნების შემდგომ შექმნილი მდგომარეობა, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ხმელთაშუა ზღვაში არსებული დაძაბულობა და პოლიტიკური არეულობა მალიში.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდაცვის მინისტრებმა პანდემიის დაწყების შემდგომ პირისპირ შეკრება მოახერხეს. შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერი და ევროკავშირის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მასპინძლობენ. ხუთშაბათიდან ბერლინში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს