ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილ აპარატებს ორ მისამართზე განათავსებს

27 აგვისტოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილ აპარატებს ორ მისამართზე განათავსებს. თბილისის მერიის ცნობით, 11:00 საათზე, აღნიშნული აპარატი ვარკეთილის 3, მესამე ა მიკრორაიონში, ე. თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში განთავსდება, ხოლო 12:30 საათზე, კიკვიძის პარკში.

მერიის ინფორმაციით, აპარატის მუშაობას ადგილზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქობულაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე დაესწრებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა