ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - ეს ცვლილებები ისეთივე არაფრის მომცემი იქნება, როგორიც 164-ე პრიმა მუხლია

სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით უკვე დიდი ხანია დასჯადია ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის" ეს არაფერს ნიშნავს. არჩევნების წინ ისინი კანონს არღვევენ და ამაზე არასდროს მომხდარა რეაგირება" , - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებას ითვალისწინებს.

ლევან იოსელიანის თქმით, მას სჯერა, რომ ეს ცვლილებები ისეთივე არაფრის მომცემი იქნება, როგორიც 164-ე პრიმა მუხლია.

„არ მჯერა, რომ მმართველი პარტია ამ ჩანაწერს, ანუ კანონს დაიცავს და დასჯის პირველ რიგში, თავის მომხრეებს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ფარულობას არჩევნების დროს ძირითადად, მმართველი პარტია არღვევს და ისევ მმართველი პარტიაა დაკავებული მოსყიდვით, დაშინებით და ყველა იმ საქმით, რაც არჩევნებს საბოლოოდ ლეგიტიმაციას აკარგვინებს. როცა დავინახავ, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მომხრეებს, სუს-ის თანამშრომლებს, სპეციალურად არჩევნების წინ ქუჩაში გამოშვებულ ძველ ბიჭებს დასჯის და პასუხისგებაში მისცემს, მაშინ დავიჯერებ, რომ შეიძლება, ეს მუხლი რეალურად მუშაობდეს. სხვა შემთხვევაში, ეს მუხლი ისეთივე არაფრის მთქმელი იქნება სისხლის სამართლის კოდექსში, როგორიც 164-ე პრიმა მუხლია",-აცხადებს ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, დღემდე "ქართული ოცნების" მიერ მოსყიდვის არცერთი ფაქტი არ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასადასტურებლად ბევრი მტკიცებულება იყო.

„ამიტომ, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ინიციატივა რეალურად რაღაც შედეგს გამოიღებს?!“,- აცხადებს ლევან იოსელიანი.

ინფორმაციას პარტია "მოქალაქეები" ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს