„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის", - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა