გიგა ბოკერია - ამომრჩეველი „ნაცმოძრაობას" დასჯის - ჩვენს მოქალაქეებს არ ეშლებათ შეფასება, ვინ იქცევა პოლიტიკურად უმწიფრად და უპასუხისმგებლოდ

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენების გამო, ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას" დასჯის.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენის შეფასებისას განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მთლიანად ოპოზიციისა და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლისთვის ცუდი და საზიანოა.

„მიმაჩნია, რომ ამისთვის ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას" დასჯის და კერძოდ იმ კანიდადატს, ვინც დააყენეს ისანში. ჩვენს მოქალაქეებს არ ეშლებათ იმ ვითარების შეფასება, ვინ იქცევა პოლიტიკურად უმწიფრად და უპასუხისმგებლოდ. მე რამდენადაც ვიცი, არავინ სხვა და პირველ რიგში, „ევროპული საქართველო" არ აპირებს, რომ ამ ცუდ მაგალითს მიბაძოს „ნაციონალური მოძრაობის" ამ რადიკალური ფრთის და დაარღვიოს სადმე სხვაგან შეთანხმება. ანუ ხატია დეკანოიძე გამონაკლისი იქნება ამ საერთო შეთანხმებაში, რომელსაც მივაღწიეთ და ამის ფასს გადაიხდიან სარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით ისანში. მე მგონია, რომ ამომრჩეველი მათ დასჯის, თუმცა ცუდია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმის ხარჯზე, რომ პირველ ტურში საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო