ზაალ უდუმაშვილი - ხატია დეკანოიძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია ერთგულია იმ შეთანხმების, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდენ, თუმცა, მისი თქმით, გამონაკლისი ისნის ოლქია, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაირღვა.

„ჩვენ ერთგული ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა, ამას აბსოლუტურად ვიცავთ და ვემხრობით ყველა იმ კანდიდატს, რომლებიც წარდგენილები არიან თბილისის სხვადასხვა ოლქებში. თუმცა, გამონაკლისი აღმოჩნდა ისნის მაჟორიტარული ოლქი, სადაც პრაქტიკულად, ჩვენ შეთანხმების დარღვევა ვნახეთ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კანდიდატი დაგვეყენებინა, ვინაიდან ისნის ოლქში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ არ გვინდა, ივანიშვილის კანდიდატს გამარჯების რაიმე შანსი დავუტოვოთ. ამიტომ, ისნის ოლქში ჩვენს კანდიდატს დავაყენებთ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ტრადიციულად „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე ისნის ოლქში მაღალ შედეგს აღწევს და მათ მიერ დასახელებული კანდიდატიც მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება.

„უპირველეს ყოვლისა, ხატია დეკანოიძეს ექნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ზოგადად, ჩვენ ისნის ოლქში ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისნის ოლქი ერთ-ერთი გამორჩეულია, სადაც ტრადიციულად ძალიან მაღალ შედეგებს ვდებთ. ამიტომ, ბუნებრვია, ჩვენი კანდიდატიც მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი შეფასებით, ხატია დეკანოიძეს ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხოს.

„ხატია დეკანოიძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, რადგან აბსოლუტურად ყველა ინდიკაცია აჩვენებს იმას, რომ ამ არჩევნებს ივანიშვილი აგებს და ბუნებრივია, ისნის ოლქში ჩვენ ძალიან ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილი. ხატია დეკანოიძე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა