გიორგი ვაშაძე - კონკრეტული დანაშაულის შესახებ დისკი მაქვს, რომელსაც შს მინისტრს და პრემიერს ვუგზავნი - თქვე მხდალებო და მშიშრებო, თქვენი არავის ეშინია!

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკი წარადგინა, სადაც მისი განცხადებით, ჩანს " როგორ "აკაჩავებს" საპატრულო პოლიციის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტს, რომელიც ქალაქში პლაკატებს აკრავს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დისკზე ის დანაშაულებრივი ქმედებებია აღწერილი, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების მიმართ ჩაიდინეს.

"ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა. ყოველდღე უმძიმესი დანაშაული ხდება-მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა. ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს! მკვლელები თავისუფლად დადიან და ამის პარარელურად სამი ღამის განმავლობაში ჩვენს ახალგაზრდა მოხალისეებს, საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. უკანონოდ აჩერებენ, "აკაჩავებენ", ეუბნებიან, რომ ძებნილები არიან, საბანკო სესხები აქვთ და ამ სესხების ამოღებას სთხოვენ. დისკი მაქვს, რომელსაც დღეს ვუგზავნი შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. ამ დისკზე არის დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა, სადაც გადაღებულია, როგორ "აკაჩავებს" პოლიციელი ჩვენს აქტივისტს, რომელიც ქალაქში პლაკატებს აკრავს, ჩანს, როგორ ეუბნება, რომ ძებნილია თურმე, მერე კი უარყოფს. ჩანს როგორ ემუქრება მანქანაში შეთრევით, როგორ აწვდის ტელეფონს (ასეთი რამ არ არსებობს არცერთ საპოლიციო სტანდარტში) და ის პიროვნება ტელეფონიდან „აკაჩევებს" ჩვენს მოხალისეს. ვეუბნები გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს, თქვე მხდალებო და მშიშრებო, თქვენი არავის ეშინია. პოლიციის ზურგს უკან იმალებით?! ლაჩრები ხართ, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას და არ ებრძვით კრიმინალს. ამ ვიდეო-ჩანაწერს მსოფლიო ნახავს და ამაზე პირადად გახარია და გომელაურო, აგებთ პასუხს. არ გაბედოთ მსგავსი ქმედება", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:კონკრეტული დანაშაულის შესახებ დისკი მაქვს, რომელსაც შს მინისტრს და პრემიერს ვუგზავნი - გიორგი ვაშაძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს