ანა დოლიძე მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე მივიდა.

ანა დოლიძის განმარტებით, გამოძიებას ინფორმაციას 13 აგვისტოს, წერეთელზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მიაწვდის, როდესაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მათ ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ კავშირშია.

„დაბარებული ვარ გასაუბრებაზე, რომ მივაწოდო პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა. ეს ჯგუფები პირდაპირ ალიანსში არიან მმართველ პარტიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთ გამოძიებაზე მანამდე შედეგი ვერ ვნახე, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ დადგება რაიმე შედეგი, თუმცა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ამ თავდასხმაზე კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდო აქაც და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. ეს იყო ჩვენზე თავდასხმა. მოვარდა რამდენიმე ახალგაზრდა, თავს დაგვესხა მუქარით, გინებით და საშინელი შეურაცხყოფით,” - აღნიშნა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო:ანა დოლიძე გამოკითხვაზე მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა