„ევროპული საქართველო“ ისნის ოლქში მხარს გიორგი ვაშაძეს დაუჭერს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე " ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეკრება იმის მიმანიშნებელია, რომ ოპიზიციური ერთობა შეხვედრებს აგრძელებს.

ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.

"ევროპული საქაეთველო“ რჩება ერთგული იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იქნა. შესაბისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს. აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, არამედ საუბარია პროცესზე და შეთანხმების დაცვაზე. "ევროპული საქართველოს" აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეთანხმება არის დარღვეული. სამწუხაროა. ამას ჩვენი აზრით, არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა შეთანხმებები დაცული იქნება.ის, რომ დღეს აქ შეხვედრას ვმართავთ, იმის ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ ოპოზიციური ერთობა განაგრძობს შეხვედრებს. იქნება სხვა შეთანხმებებიც და იქნება ერთობაც“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ისანში ღირსეული გაიმარჯვებს - ვაშაძე „ნაციონალებს“ პასუხობს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო