ირმა ნადირაშვილი - თუ წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად როდის სურთ შვილების ყოლა, ეს ამ მავნებელი და ბოროტი ქალის ცუდი განზრახვაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის ინიციატივა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნება“ არის მავნებელი და ბოროტი.

„ალბათ, არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივას. „ქართულმა ოცნებამ“ და წულუკიანმა გადაწყვიტეს ჩაერიონ ადამიანების ყველაზე უფრო პირად საქმეში. ეს არის პირდაპირ ოჯახის საკითხებში ჩარევა, წყვილების საკითხებში ჩარევა, ეს არის აბსურდული ინიციატივა. თუ წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად თუ როდის სურთ მათ შვილების ყოლა - ეს არის ამ მავნებელი და ბოროტი ქალის ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ვერ განახორციელებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნო­ბის­თვის, ბრძა­ნე­ბას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა 25 აგ­ვის­ტოს მო­ა­წე­რა ხელი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბამ­დე ნო­ტა­რი­უ­ლად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს "ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა" იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი: იმ­ყო­ფე­ბი­ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­სუ­ლია სულ მცი­რე, 1 წელი; იმ­ყო­ფე­ბი­ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნის ფაქტი ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე უნდა და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა