პენსიების დარიცხვა და გაცემა თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონრები პენსიის აღებას ყოველი თვეს პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო, თუმცა პანდემიის პირობებში, ეს დისკომფორტის გარდა, მაღალი რისკის მატარებელია ეპიდემიის გავრცელებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის მობილობის დაცემა, რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემასა და ზრუნვას ჩვენი ღვაწლმოსული მოხუცებისადმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:"საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ..." - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც პენსიონერებს დააინტერესებთ

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო