„ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. პარტიის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.

„ამ დღეებში გავრცელდა დოკუმენტებით დადასტურებული ინფორმაცია, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლიდან ფინანსდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ისინი პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. ისინი ატარებენ კრემლის პოლიტიკას. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია მათ დაფინანსებაზე. საუაბრია 8 მილიონ 430 ათას დოლარზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ხელისუფლებისგან, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი და კრემლის მიერ მართული ორგანიზაცია საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას და ჩამოშორდეს საპარლამენტო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ყველა ნორმალური პოლიტიკური გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე, რადგან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა