იენს სტოლტენბერგი - ნატო ბელარუსთან არავითარ სამხედრო მობილიზაციას არ ახორციელებს, ამ საკითხის მშვიდობიანი აქციების ჩასახშობის საბაბად გამოყენება, გაუმართლებელია

ნატო ბელარუსთან არავითარ სამხედრო მობილიზაციას არ ახორციელებს, შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა, გამოყენებულ იქნას ეს საკითხი მშვიდობიანი აქციების ჩასახშობის საბაბად, გაუმართლებელია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ეს არის კრიზისი, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ვითარდება. ბელარუსმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ნატო-ს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს სუვერენულ და დამოუკიდებელ ბელარუსს. მინსკში არსებულმა რეჟიმმა ძირითადი უფლებების მიმართ სრული პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, მათ შორის სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებების მიმართ. ნატო არ ახორციელებს არავითარ სამხედრო მობილიზაციას ამ რეგიონში, ასე რომ, ნებისმიერი მცდელობა, გამოყენებულ იქნას ეს საკითხი მშვიდობიანი აქციების ჩასახშობის საბაბად, გაუმართლებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო ქვეყნის დაშლას და მინსკში ახალი პრეზიდენტის დასმას ცდილობს. მისივე თქმით, პოლონეთსა და ლიეტუვაში შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოდიან და მან საკუთარი ჯარები ქვეყნის დასავლეთ საზღვრის გასამაგრებლად გაგზავნა.

იხილეთ ვიდეო:ნატო ბელარუსთან არავითარ სამხედრო მობილიზაციას არ ახორციელებს - იენს სტოლტენბერგი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო