რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკრაინისთვის გადაცემისთვის სამხედრო პირი დააკავა

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკრაინისთვის გადაცემის ბრალდებით სამხედრო პირი დააკავა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო მოსამსახურე ციმბირის ქალაქ ბარნაულში დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, სახელმწიფო საიდუმლოს გადასცემდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამსახურს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო