ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში ცესკოს 4 ყოფილი თავმჯდომარე იმუშავებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის პირველ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

დავითაიას ინფორმაციით, ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, გამართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან და არჩევნების პერიოდში ყველა საარჩევნო დარღვევა ონლაინრეჟიმში გადაიცემა, რომლის მონიტორინგს ცესკოს 4 ყოფილი თავმჯდომარე - ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გურამ ჩალაგაშვილი აწარმოებს.

,,ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის პირველი სხდომა ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმასთან დაკავშირებით თუ რა სტრუქტურა შეიქმნება შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით. აგრეთვე განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს ამომრჩეველთა ხმების დაცვას - ეს იქნება უბნებიდან მიღებული ინფორმაციების სწრაფი დამუშავება, ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება რაც მთელი არჩევნების პერიოდში ონლაინრეჟიმში გადაიცემა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მიდის გარკვეულ დარღვევებზე, შევთანხმდით, რომ შტაბში შემავალი ცესკოს 4 ყოფილი თავმჯდომარე გააკეთებს სწრაფ რეჟიმში რეაგირებას, რაც ამ პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით იქნება შექმნილი და მათ გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭრები ნახავენ, თუ როგორ არის ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული.

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი გააფართოებს თავის ინტერესებს რეგიონებში, გავალთ რეგიონში და გვექნება შეხვედრები და გავმართავთ სხდომებს, რაც უფრო დააორგანიზებს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და შეხვედრა გვექნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ოფისებში, ეს ეხება მათ, ვინც ჩვენი ხელშეკრულების ხელმომწერია და შემდეგი შეხვედრა გაიმართება „ევროპული საქართველოს“ ოფისში,“ - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს