თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება, ისნის მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელების შესახებ, არ შეიცვლება

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისნის მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელეს, არ შეიცვლება. მისივე თქმით, მალე აღნიშნავენ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას".

"გასაგებია, რომ არის აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და სამდივნოს ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" „მტრის ხატად“ ქცევის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უშედეგოდ ჰქონდა 8 წლის განმავლობაში, ამ უშედეგო, უსაგნო კამპანიის მედროშეებად არ უნდა ვიხილოთ ოპიზიციური პარტიები, რომელთან ერთადაც ჩვენც ძალიან მალე აღვნიშნავთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციიდან ისნის მაჟორიტარულ კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძეა დასახელებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა