მარკ ესპერი - აშშ წყნარი ოკეანის რეგიონში სხვა ქვეყანას ერთ დიუმსაც არ დაუთმობს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ს წყნარი ოკეანის რეგიონში ლიდერობის პასუხისმგებლობა აკისრია და ის ერთ დიუმსაც კი არ დაუთმობს სხვა ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მისი პოლიტიკური სისტემა უკეთესია.

ჰავაიში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, ესპერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ თანამშრომლობით შეძლებს აიძულოს ჩინეთი, პატივი სცეს საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებულ წესრიგს, თუმცა მისი განაცხადებით, პეკინს ბევრჯერ დაურღვევია თავისი დაპირებები და აგრძელებს აგრესიულ სამხედრო მოდერნიზაციას.

„ჩვენ ამ რეგიონის არც ერთ დიუმს არ დავუთმობთ სხვა ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მისი მმართველობის ფორმა, მათი შეხედულებები ადამიანთა უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და ასე შემდეგ უკეთესია, ვიდრე ის შეხედულებები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი იზიარებს”, – განაცხადა ესპერმა.

იხილეთ ვიდეო:აშშ წყნარი ოკეანის რეგიონში სხვა ქვეყანას ერთ დიუმსაც არ დაუთმობს - მარკ ესპერი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა