თინათინ ბოკუჩავა - ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ მისი დღეები ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლების სათავეში დათვლილია

სიძულვილის ენა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი, რომლითაც თავი დაამახსოვრეს ქართველ ამომრჩეველს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე გაკეთებულ წარწერას - „მიჰა ჰამოდი“.

ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვა და ქვეყნის განვითარების იმედი.

ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი დღეები ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლების სათავეში დათვლილია. ზოგადად, სიძულვილის ენა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი, რომლითაც თავი დაამახსოვრეს ქართველ ამომრჩეველს. მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გულწრფელ ემოციას. პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ გულწრფელობა ამომრჩეველთან. ამ ადამიანთან ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვა და იმედი ამ ქვეყნის განვითარების. რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ერთი რამ ნათელია, რომ დღეს საქართველოში მეტი ოპოზციურად განწყობილი ამომრჩეველია, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭაობში მიაქანებს ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს