ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენების შესახებ, ამომრჩევლის კარნახით იყო განპირობებული

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენების შესახებ, ამომრჩევლის კარნახით იყო განპირობებული.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძეს აღნიშნულ ოლქში წარმატებებს უსურვებს.

"ხატია დეკანოიძე არის ქალი პოლიტიკოსი, ის არის მაჟორიტარობის ძალიან აქტიური კანდიდატი. მე მას წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ამომჩევლის კარნახით. ვინ დაარღვია შეთანხმება, დაირღვა თუ არა საერთოდ შეთანხმება? - ახლა,მთავარია, ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ნიშნავს. ამისათვის ოპოზიციური პარტიები ერთიანნი არიან. საკოორდინაციო საბჭოში დღევანდელი შეხვედრაც ამ პროცესის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ მთავარ ამოცანაზე და ვიმუშაოთ კოორდინირებულად", - განაცხადა სამნიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს