ელენე ხოშტარია - თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და განუსაზღვროს, როდის, ვის, როგორ მოუნდება ბავშვის გაჩენა

თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და განუსაზღვროს, როდის, ვის, როგორ მოუნდება ბავშვის გაჩენა,- ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იუსტიციის მინისტრის ბრძანებას.

ხოშტარიას თქმით, ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს.

“დაუჯერებელი ინიციატივაა. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნებისგან” ბევრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს, ეს წარმოუდგენელია, ჯერ ერთი სამართლებრივი შინაარსით - ეს არის არაკონსტიტუციური ინიციატივა და მეორე, ეს არის არაადამიანური ინიციატივა”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სუროგაციის გზით შვილის ყოლას მარტოხელა მშობლები ვეღარ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამისთვის წყვილს სულ მცირე ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვება.

კერძოდ, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ხელმომწერი მხარე ცვლილებების თანახმად, შეიძლება იყოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება არანკლებ ერთი წლის განმავლობაში, ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში სულ მცირე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა