თბილისის შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანა მიმდინარეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც თბილისის შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, დღეიდან შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავებაც დაიწყო.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„აქტიურად ვმუშაობთ საპილოტე პროექტის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე. საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

პროექტის დაწყებამდე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და აღნიშნული პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა