რუსეთის შსს ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ იმ სასტუმროს ნომრის ინსპექტირება განახორციელეს, სადაც ნავალნი ტომსკში ყოფნის დროს რჩებოდა. მათივე ცნობით, სასტუმროს ნომერში არანაირი ნარკოტიკები ან სხვა ძლიერი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ამ საქმის მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება რუსეთის ინტერესებშია.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება და მას მკურნალობა ბერლინის საავადმყოფოში უტარდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა