ათობით კერძო საბავშვო ბაღის წარმომადგენელი 3 სექტემბერს ბაღების ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვს

ათობით კერძო საბავშვო ბაღის წარმომადგენელი 3 სექტემბერს ბაღების ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის თავმჯდომარის პავლე ქალიაშვილის განცხადებით, თუ 3 სექტემბერს ბაღები არ გაიხსნება, მათ შენობების დაკარგვა მოუწევთ.

“ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანი გახლავთ მთავრობის მხრიდან განაცხადი, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ეს ჩვენთვის დაუშვებელია, ვინაიდან ძალიან ბევრი ბაღი იმყოფება გაკოტრების პირას. ძალიან ბევრმა ბაღმა დაკარგა შენობები იმის გამო, რომ ვერ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს. ბევრი ბაღი არის ფართების დაკარგვის რისკის ქვეშ. ჩვენი მოთხოვნაა, 3 სექტემბერს მოგვცენ გახსნის ნებართვა და შემდეგ ეტაპობროვად მოხდეს ბაღების შემოწმება. ჩვენთან იჯარის ხელშეკრულებები 1-ელ სექტემბერს ფორმდება და 3 სექტემბერს თუ არ გავხსნებით ყველას მოგვიწევს ფართების დაკარგვა. პრემიერ მინისტრს თხოვნით მივმართავთ, მოახდინონ ამაზე მყისიერი რეაგირება და დაგვეხმაროს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ბავშვების საბავშვო ბაღებში უსაფრთხო მიღებაში”, - განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს