დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც საუბრის დასრულების შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებს.

„ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემს შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება. მე მადლობა გადავუხადე სენატორ ვან ჰოლენს აშშ-ს სენატის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ კი, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიის წარმატებით განხორციელებაში. გამოვთქვით მზაობა, რომ კვლავაც განვაგრძოთ ერთობლივად მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თემას. ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო