კახა კალაძე - ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რეაბილიტირებისას სიახლეების შეტანა ვერ მოხდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტირებისას სიახლეების შეტანა ვერ მოხდება და მხოლოდ განახლდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწესრიგდება სანიაღვრე და სარწყავი სისტემები, ხოლო კასკადი ძველებური სახით შენარჩუნდება.

„მომავალი კვირიდან დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, თუმცა რადგან ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ ჩარევები, სიახლეების შემოტანა ვერ იქნება, არსებული რაც არის, იმის განახლება მოხდება - სანიაღვრე სისტემის და სარწყავი სისტემების მოწესრიგება და კასკადი, რომელზეც პროექტირება მიმდინარეობს, ისევ ძველებური სახით იქნება, თუმცა განახლებული“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რეაბილიტირებისას სიახლეების შეტანა ვერ მოხდება - თბილისის მერი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა