ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მათ სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრა სურთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №598-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა.

„ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია აცხადებს, რომ ამავე ბრძანების მე-19 მუხლის: პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების ინტერპრეტაცია მოხდა არასწორად და აღნიშნულ ბრძანებაში შეტანილი ცვლილება არ მოიაზრებს უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებისთვის და მარტოხელა ქალებისთვის ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის შეზღუდვას.

კონკრეტულად ეს რედაქცია ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციას სუროგაციის პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანების მომზადება მოხდა სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე დაფიქსირებულია შესაბამისი ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება, რამაც გამოიწვია შინაარსობრივი ცდომილება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასოციაციის მმართველი საბჭო ცდილობს ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებას.

„ბრძანების ამოქმედებისთანავე ასოციაციის მმართველი საბჭო აქტიურ რეჟიმში ცდილობს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაციით ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების მიხედვით ცვლილებსაც, რათა მოსახლეობის დროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ უარყოფითი უკუკავშირი.

ჩვენი მიზანია დაჩქარებულ რეჟიმში სამთავარო სტუქტურებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა კონსუტრუქციული დისკუსიის რეჟიმში ერთად დავარეგულიროთ რეპროდუქციული სფეროსთან დაკავშირებული საკითხები“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა