კახა კალაძე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან ვინ იქნება ისანში წარმოდგენილი, რადგან კახი კახიშვილი უალტერნატივოა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცხადია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და „ოპოზიციური პარტიების უთანხმოებასა და გადაწყვეტილებების ვერმიღებაში“ ჩარევას არ აპირებს.

რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, კალაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის კანდიდატებს, რადგან ისანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი „კახი კახიშვილი უალტერნატივოა“.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ისანში ოპოზიციის მხრიდან წარმომადგენელი. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის არის უალტერნატივო, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა ისნის მოსახლეობის მხრიდან და ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ არჩევნები დაამთავროს პირველივე ტურში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა. მანამდე კანდიდატად ოპოზიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაასახელა.

იხილეთ ვიდეო:კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან ვინ იქნება ისანში წარმოდგენილი, რადგან კახიშვილი უალტერნატივოა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა