კახა კალაძე - კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია

კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.

კახა კალაძე თბილისელებს პირდება, რომ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადასაადგილებლად ავტომობილის შეძენა არ დასჭირდებათ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იქნება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, ეს არასდროს გაგვიჟღერებია. უბრალოდ, საგზაო სივრცეები ყველასთვის გადანაწილდება.

დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ნებისმიერი ადამიანი, ვისაც პატარა შესაძლებლობა გაუჩნდება, ცდილობს ავტომობილი შეიძინოს იმისთვის, რომ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილდეს.

მინდა დავპირდე თბილისელებს, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ნებისმიერი თაობის ადამიანს არ დაჭირდება თანხების გაღება იმისთვის, რომ შეიძინოს კერძო ავტომობილი ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადაადგილებისთვის.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოვაწყობთ და განვაახლებთ, ყველაზე სწრაფი და კომფორტული იქნება გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას არავის შეუქმნის “,-განაცხადა კალაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს