„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერად გაგა გოგრიჭიანს წარადგენს

„თავისუფალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ქუთაისში მერობის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ დღეს, პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება.

„ერთ დროს ინდუსტიულად განვითარებულ ქალაქში ყველაფერი გაჩერებულია. ხელისუფლება წლიდან წლამდე, მხოლოდ დაპირებებით „კვებავს“ ქუთაისელებს, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ ისტორიულად ამ უძველეს, დიდი კულტურის ქალაქში, თითქმის არაფერი არ გაკეთებულა. ქუთაისი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკით არის განპირობებული“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში, „თავისუფალი საქართველო“ გაგა გოგრიჭიანს წარადგენს.

„ჩვენი კანდიდატის პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. გაგა გოგრიჭიანი ქუთაისელების საუკეთესო არჩევანია, რომელიც მზად არის 24 საათის განმავლობაში ემსახუროს ქუთაისსა და ქუთაისელებს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მერობის კანდიდატის გაგა გოგრიჭიანის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქში ცხოვრებისა და განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება.

„ჩვენი ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ ავიღო ქალაქის მერის პასუხისმგებლობა და ყველა იმ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხო, რომელიც დღეს, ქუთაისისა და მისი მოსახლეობის წინაშე დგას. სამწუხაროა, რომ ქუთაისს დღემდე არ ჰყოლია ისეთი მერი, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას მიხედავს და მათზე გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე იზრუნებს“, - განაცხადა გაგა გოგრიჭიანმა.

ქუთაისში მერის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა