ჯანმო - ახალი სასწავლო წლის დაწყებით ევროპას "რთული პერიოდი“ ეწყება, კორონავირუსი - ეს არის ტორნადო გრძელი „კუდით“

ახალი სასწავლო წლის დაწყებით ევროპას "რთული პერიოდი“ ეწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „საკლასო ოთახებს ვირუსების გავრცელებაში დიდი როლი არ მიუძღვით“, არსებობს სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა სოციალურ შეკრებაზე ვირუსის გადამტანები არიან.

„არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები მისგან დაიღუპებიან, მაგრამ არსებობს სულ უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა სოციალურ შეკრებაზე ვირუსის გადამტანები არიან. კორონავირუსი ეს არის ტორნადო გრძელი „კუდით“,” - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ჰანს კლუგეს თქმით, არ სურს „ზედმეტი პროგნოზის“ გაკეთება, თუმცა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაა.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსი ტორნადოა, რომელსაც გრძელი კუდი აქვს და მას შეუძლია უფრო მეტი სიკვდილიანობა გამოიწვიოს-ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორი

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა