დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძეზე - ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო, ახლა კი ისტერიკებს აწყობს პრემიერობა მინდაო

ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო, ახლა კი ისტერიკებს აწყობს პრემიერობა მინდაო. შეუძლია სირბილი განაგრძოს და იმაზე იდარდოს, დეპუტატი მაინც გახდეს როგორმე, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებს.

მისი აზრით, ოპოზიციის შეთანხმება არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ გიორგი ვაშაძემ დაარღვია.

,,ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არათუ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისნის რაიონში, „ევროპულ საქართველოსაც“ მოვუწოდებ იგივე გააკეთონ. რადგან თუ რეალურად წარსულის გამო დაიშალენ და მართლა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ საარჩევნო მანიპულაციებია და ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან. ამის გარდა, „ნაცებმა“ გადასარევად იციან, რომ ვაშაძეს „ოცნებასთან“ აქვს კუდები გადაბმული და არც „ევროპელები“ არიან დაშორებული ამ თემას, ამიტომ ახლა ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ ერთ მაგიდასთან როდესაც სხდებოდნენ, მაშინ ეფიქრათ ჯობდა.

ისე, იმაში კი ნამდვილად ვეთანხმები „ნაციონალებს“, რომ შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია, თავი ფაქტიურად პრემიერად გამოაცხადა და იმდენი ირბინა, ბოლოს მატარებელს გადაასწრო. ახლა კი დარბის და ისტერიკებს აწყობს.ზოგადად კი, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს რაც შეეხება, ოპოზიციონერი კანდიდატი, ვისაც მართლა ერთპიროვნული მხარდაჭერა გააჩნია, თან ვიღაცების დახმარების გარეშე, ვარ მე და რაც უფრო ბევრ კანდიდატს დამიყენებენ, უფრო თავისუფალი გასეირნება მექნება ისანში“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს