საქსტატი - 2019 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 625 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა

2019 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 625 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) ფლობდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2.6%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს.

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენდა, რომელიც მოიცავდა 2019 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.6 პროცენტს.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

საქსტატის თანახმად, 2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2 272.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 17.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 68.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 036.2 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76.3 ათასი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 5.5 პროცენტით და 35.1 ათასს გაუტოლდა.

2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014.0 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 9.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (3.3 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12.4 პროცენტი) და თურქეთის (9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (79.9 პროცენტი).

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა (შესაბამისად, 18.5 და 14.5 პროცენტი).

2019 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (57.3 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს