ლევან იოსელიანი - მეორე ტურში დავით ჭიჭინაძის და ხატია დეკანოიძის ხილვას ვისურვებდი

ისანში, ისევე როგორც საბურთალოზე, კანდიდატების სიმრავლეა და ეს არაა გასაკვირი, რადგან რამდენიმე პოლიტიკოსის უსაფუძვლო ამბიციებმა ოპოზიციის ერთობის იდეა თავშივე მოკლა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა.

ლევან იოსელიანის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რეალურად არ არსებობს და შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ისანში კანდიდატს აყენებს.

„ისანში ორი ძლიერი კანდიდატია, დავით ჭიჭინაძე და ხატია დეკანოიძე, მეორე ტურში მე სწორედ მათ ხილვას ვისურვებდი", - აღნიშნავს ლევან იოსელიანი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო