გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე - ეს ამბავი, რომ ერთი იძახის დავბრუნდები და მეორე ამბობს, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს

იმას, თუ ვისი ადგილია პოლიტიკაში, წყვეტს ქართველი ამომრჩეველი, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას. ეგ ეგრე ვერ მოხდება, მაგრამ დევნილი არავინ უნდა იყოს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, არ დაუთვლია მერამდენე წრეზე მიდის სააკაშვილი ამ განცხადებით, თუმცა, ეს წრე, როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური დევნილები, უნდა დასრულდეს.

„არ ვიცი, რას გულისხმობენ და მიხეილ სააკაშვილი როდის დაბრუნდება, მაგრამ „ევროპული საქართველოს" და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთიდაიგივე სცენარი დასრულდეს. ეს ამბავი, რომ ერთი იძახის დავბრუნდები და მეორე ამბობს, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამაში იგულისხმება ისიც, რომ ვიღაც იძახის მეხუთეჯერ, რომ დაბრუნდება და ვერ ბრუნდება, რადგან დევნილია, უნდა დასრულდეს. ეს წრე, რომ პოლიტიკური დევნილები არსებობენ, უნდა დასრულდეს. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. პოლიტიკური დევნილები გვყავს და ჩვენ ამას დავასრულებთ არა მხოლოდ ერთი ფიგურისთვის, არამედ ყველასთვის. ეს (სააკაშვილის განცხადება) ჩემთვის არის შეხსენება იმ არანორმალური ვითარების, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახელებას, როგორც ბოკერია ამბობს, ამ გადაწყვეტილების გარშემო კოალიცია ვერ შეიკვრება.

„ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა, რომ მას ვინც სურს კანდიდატად ის დაასახელოს. ჩვენ ამ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება და თუ პროგნოზზე მეკითხებით, რა თქმა უნდა ვერ მოხერხდება ამის გარშემო კოალიციის შეკვრა, კოალიციას შევკრავთ ჩვენ, "ევროპული საქართველო", რადგან ხედვა გვაქვს ქვეყანა ამ ჩიხიდან როგორ გამოვიყვანოთ",- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო