თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას საქართველოს საგარეო უწყება უზრუნველყოფს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილი ბავშვის დედას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები აქვს დარღვეული, თუმცა პრობლემის მოსაგვარევლად მუშაობა მიმდინარეობს.

„საზოგადოებამ იცის, რომ ამ პროცესში ჩვენ მყისიერად ჩავერთეთ. პროცესი არის გართულებული იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენი საკონსულო სამსახური ორივე ქვეყანაში მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში არის შესაბამის სამსახურებთან და ჩვენ აუცილებლად, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ ამ საკონსულო კუთხით წარმოქმნილ პრობლემას. ასევე, უზრუნველვყოფთ საჰაერო გზით მის გადმოყვანას საქართველოში", - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

ცნობისთვის, თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო