გიგა ბოკერია „ნაცმოძრაობის“ მიერ ისანში კანდიდატის დაყენებაზე - ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთის მხრიდან

ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ისანში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას ცუდ გადაწყვეტილებად და უპასუხისმგებლობად აფასებს. მისი თქმით, ამის ფასს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი კანდიდატი კონკრეტულ ოლქში გადაიხდიან.

„ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის პროპაგანდას აძლევს საშუალებას, რომ ეს გამოიყენოს მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ და ეს ამცირებს შანსებს პირველ ტურში „ოცნების " წარმომადგენლების დამარცხებისა. ეს არის უპასუხისმგებლო, უმწიფარი გადაწყვეტილება და ამის ფასს „ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის ამომრჩევლის თვალში და პირველ რიგში ის კანდიდატი, რომელიც დააყენეს ამ ოლქში. საბედნიეროდ, ამის მიუხედავად, ეს არის გამონაკლისი და სხვა ოლქებში შეთანხმება არის ძალაში. ჩვენ, „ევროპული საქართველო" ამ შეთანხმებას დავიცავთ, დანარჩენ ოლქებში ის სიტყვა, რაც ითქვა შესრულდება და ივანიშვილის რეჟიმი ხშირ შემთხვევაში, პირველივე ტურებში დამარცხდება ამ ოლქებში“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია "ნაცმოძრაობის" მიერ ისანში კანდიდატის დაყენებაზე - ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთის მხრიდან

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს