წმინდა ბარბარეს უბანში სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კიდევ ერთი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნა.

ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

წმინდა ბარბარეს უბნის N135-ის მიმდებარედ, ახალ სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო ხეები და ბალახი. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და მოეწყო გარე განათების სისტემა.

„პროექტის ღირებულება 104 472 ლარია. სამუშაოები, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა.

სამგორის გამგეობამ ქვემო სამგორში მიმდინარე წელს შემდეგ მისამართებზე ცხრა სკვერი მოაწყო: ოცხელების ქ. N30; ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9; წმინდა ბარბარეს უბნის N123; წმ. ბარბარეს უბნის N135; ქინძმარაულის შესახვევი N10; ბაბუციძის ქ. N12; ნაკადულის ქ. N2ა; მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალი, N3, 6, 7; ჭიჭინაძის ქ. N1“,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა