არჩილ თალაკვაძე - გაერთიანებული ოპოზიცია არის მორიგი პოლიტიკური „ფეიკი“

გაერთიანებული ოპოზიცია არის მორიგი პოლიტიკური „ფეიკი“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის გაერთიანებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც ჩანს, ოპოზიციის გაერთიანება ვერ ხერხდება არა იმიტომ, რომ გაერთიანება თავისთავად შეუძლებელია, ვერ ხერხდება იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანაში არის განსხვავებული დემოკრატია, განსხვავებული პოლიტიკური თავისუფლება და განსხვავებულად დემოკრატიული პოლიტიკური საარჩევნო სისტემა.

„სწორედ ამიტომ, საფუძველი არ აქვს ისეთი ტიპის გაერთიანებებს, რომელიც არ ეფუძნება იდეოლოგიურ ერთობას, პოლიტიკურ ბლოკს და საერთო პროგრამას. როგორ შეიძლება გაერთიანდნენ პარტიები, რომლებსაც აქვთ სრულიად განსხვავებული პლატფორმები, როდესაც ისინი სრულიად სხვადასხვანაირად ხედავენ სახელმწიფოს განვითარებას. ეს გაერთიანებები, რომელიც წარსულში ხდებოდა, იყო იმ ანომალიის შედეგი, რომელიც ქვეყანაში გვქონდა. ადამიანები ერთიანდებოდნენ უსამართლობის წინაღმდეგ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების და საკუთრების ხელყოფის წინააღმდეგ. დღეს, ეს უფლებები ქვეყანაში დაცულია. ჩვენ შევქმენით ისეთი დემოკრატია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ცალკე, ანუ ბლოკში შეუძლია სცადოს ბედი არჩევნებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს