ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანების ახალი რედაქციით ჩამოყალიბების ინტერპრეტაცია მოხდა არასწორად და აღნიშნულ ბრძანებაში შეტანილი ცვლილება არ მოიაზრებს უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებისთვის და მარტოხელა ქალებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის შეზღუდვას. ასოციაცია ბრძანებაში ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენებაზე მიუთითებს.

„კონკრეტულად ეს რედაქცია ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციას სუროგაციის პროგრამებთან დაკავშირებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანების მომზადება მოხდა სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე, დაფიქსირებულია შესაბამისი ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება, რამაც გამოიწვია შინაარსობრივი ცდომილება. ბრძანების ამოქმედებისთანავე ასოციაციის მმართველი საბჭო აქტიურ რეჟიმში ცდილობს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაციით ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების მიხედვით ცვლილებასაც, რათა მოსახლეობას დროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ უარყოფითი უკუკავშირი. ჩვენი მიზანია დაჩქარებულ რეჟიმში სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა კონსტრუქციული დისკუსიის რეჟიმში ერთად დავარეგულიროთ რეპროდუქციულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს