პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი: 1988 წელს დაბადებული დ.თ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გარდა ამისა, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს