დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ არავინ იქნება

ეს არჩევნები გადაწყვეტს, კანონმორჩილ ამერიკელებს დავიცავ, თუ ძალადობრივი ანარქიის აგიტატორებსა და კრიმინალებს მივანიჭებთ თავისუფლებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის მეოთხე, დასკვნით დღეს განაცხადა.

ერთსაათიანი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეტოქე, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-ში უსაფრთხოდ არავინ იქნება.

”ჯო ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ არავინ იქნება. ეს არჩევნები გადაწყვეტს, კანონმორჩილ ამერიკელებს დავიცავთ, თუ ძალადობრივ ანარქიის აგიტატორებსა და კრიმინალებს მივანიჭებთ თავისუფლებას, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ შეთავაზება პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაზე ოფიციალურად მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა