მედია - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობის დატოვებას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს შინზო აბე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც, სავარაუდოდ, გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა. ბოლო პერიოდში შინზო აბე საავადმყოფოს ორჯერ სტუმრობდა და ერთ-ერთი ვიზიტი, დაახლოებით, შვიდსაათნახევარს გაგრძელდა, თუმცა იაპონიის მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობდა.

ცნობისათვის, უკვე 8 წელია რაც 65 წლის შინზო აბეს პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა