ლევან რატიანი - შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.

როგორც ლევან რატიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება.

„თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა