სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინება

სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

„ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით, სიონში უძველეს საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ძალიან მნიშვნელოვანია წირვის მსახურება მთელი ერისთვის, საზოგადოებისთვის და ღმერთმა დალოცოს თითოეული მათგანი, ვინც მოსულია ტაძარში, ვინც ვერ მობრძანდა ეკლესიაში. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო,“- განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მამა გიორგიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა