ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 367 796-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ირანში კოვიდ 19-ს კიდევ 117 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 21 137-ს მიაღწია.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 822 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.