მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

“დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ახალი 8 შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-არის.

ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა, მათი მდგომარეობა ბოლო 3 დღეა რაც სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა