სომხეთში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43 451- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19- ს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 869 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 37 264 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს