ტყიბულში 30 აგვისტოს მეშახტის დღეს აღნიშნავენ

ტყიბულში 30 აგვისტოს მეშახტის დღეს აღნიშნავენ. კომპანია „საქნახშირის“ ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება, 18:00 საათზე კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

„11:00 საათზე, ქართული ჭიდაობის არენაზე, ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართება. მოგვიანებით კი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა დაიწყება, რაც გულისხმობს ქუჩის თეატრის კოსტიუმირებულ წარმოდგენას, საბავშვო ატრაქციონებს და ხატვის კონკურსს. ღონისძიების პარალელურად, ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ფოტოგამოფენა და ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

16:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან. მოგვიანებით კი, 18:00 საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე და 33ა, გორდელა, REGGAEON და გაგაჩიხლაძე. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება“,- აღნიშნულია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა