რუსეთი ნორვეგიას პასუხობს და ნორვეგიელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი ნორვეგიის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ნორვეგიის მთავრობის არამეგობრული ნაბიჯის გამო, რომელმაც 18 აგვისტოს რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, 28 აგვისტოს ნორვეგიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სამაგიერო ქმედება განახორციელა და ნორვეგიის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 დღე აქვს მიცემული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა